კალათბურთი

0:50 | 10.06.2023 | ნანახია 718 - ჯერ

თორნიკე შენგელიას 16 ქულამ "ვირტუსი" ფინალის პირველ მატჩში მარცხისგან ვერ იხსნა

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს ფინალური სერია დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ოლიმპია მილანოსთან“ 82:92 დამარცხდა.

სერჯო სკარიოლოს გუნდი დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა, რომელიც მერე ვეღარ შეინარჩუნა. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც მილანელებმა 11 ქულით მოიგეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

შენგელია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

აქვე გეტყვით, რომ სერიის მეორე მატჩი 11 ივნისს, ისევ მილანში გაიმართება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:01 | 10.06.2023
გუსანი (746)

თოკოც ვირტუს ემსგავსება, მალე უნდა გამოიცვალოს, მილანის მომგებები არ არიან....

0.108477