ძიუდო

22:20 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

IJF-მა ტედი რინერთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონად ინალ ტასოევიც გამოაცხადა

რუსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონად გამოაცხადა.

ტასოევი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ტედი რინერთან დამარცხდა, მაგრამ სანამ შეხვედრას წააგებდა, იყო საკამათო ეპიზოდი, როდესაც ბევრის აზრით, რუსის ილეთი ვაზარით შეფასებას იმსახურებდა, რითაც შეხვედრას მოიგებდა, მაგრამ მსაჯებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი აღიარა, რომ არბიტრები შეცდნენ, ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ ოქროს მედალი ტასოევსაც გადასცენ. თავის მხრივ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს რინერიც არ დაკარგავს, ისიც ოქროს მედლის მფლობელი იქნება. ამრიგად, +100 კგ წონით კატეგორიას ორი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს - ტედი რინერი და ინალ ტასოევი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112067