სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:42 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მზადაა ფედერიკო კიეზა 30 მილიონად გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ფედერიკო კიეზა გაყიდოს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელი შემტევი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, რომელიც წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს.

Corriere Dello Sport-ის ცნობით, ტურინელები მზად არიან კიეზა 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდონ. ეს მაშინ, როცა 3 წლის წინ „ფიორენტინას“ მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადეს. მას მერე, კიეზამ პროგრესი განიცადა, ევროპის ჩემპიონი გახდა ერთ-ერთი მთავარი გმირის რანგში, მაგრამ, როგორც ჩანს, „იუვეს“ სამწვრთნელო შტაბისთვის ეს საკმარისი არაა.

მძიმე ტრავმის შემდეგ კიეზა მოედანზე გასული წლის ბოლოს დაბრუნდა და სეზონი 33 მატჩში 4 გოლით და 6 საგოლე პასით დაასრულა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე შავ-თეთრი მაისურით 94 შეხვედრაში თავი 22 გოლით გამოიჩინა.

ფედერიკოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელით „ლივერპული“, "ბაიერნი", "მანჩესტერი" და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110327