საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წინ მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრებია, მაგრამ იმედი აქვს, რომ მათი დასრულების შემდეგ კმაყოფილები იქნებიან.
"საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელები, რომლებმაც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს. პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ჩვენი მონაგარი. რთული გასვლითი მატჩები გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეკრების დასრულების შემდეგ, კმაყოფილები ვიქნებით“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.