ფეხბურთი

17:46 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" 23 წლის მარცხენა მცველი დაიბრუნა

მადრიდის „რეალში“ მარცხენა მცველი, ფრან გარსია დაბრუნდა. ტრანსფერი „სამეფო კლუბის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

23 წლის ფეხბურთელი „რეალის“ აღზრდილია, მაგრამ 2020 წლიდან ის „რაიო ვალეკანოში“ იჯარით ირჯებოდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 122 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან მადრიდელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფრან გარსია „რეალის“ მესამე ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს. მანამდე დადასტურდა ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი და „მილანიდან“ ბრაჰიმ დიასის დაბრუნება.

0.116302