ფეხბურთი

17:16 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიანო "ფიორენტინაში" რჩება და "ნაპოლი" გამოირიცხა

ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო იტალიანოს „ნაპოლის“ აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი გამოირიცხა, რადგან 45 წლის სპეციალისტი „ვიოლაში“ რჩება.

იტალიური მედიის ცნობით, იტალიანოს „ფიორენტინაში“ 2024 წლამდე დარჩენა გადაწყდა. მოსალოდნელია, რომ კლუბის პრეზიდენტი როკო კომისო ამ ინფორმაციას ოფიციალურად ხვალ დაადასტურებს, რადგან მან პრესკონფერენცია ჩანიშნა.

იტალიანოს „ფიორენტინაში“ დარჩენა ავტომატურად ნიშნავს, რომ „ნაპოლის“ ვერ ჩაიბარებს. შესაბამისად, აურელიო დე ლაურენტისს აქცენტის გაკეთება სხვა მწვრთნელებზე მოუწევს.

ვინჩენცო იტალიანო „ფიორენტინას“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგისა და იტალიის თასის ფინალებში გაიყვანა, მაგრამ „იებმა“ ორივე წააგეს. მანამდე ის „ტრაპანისა“ და „სპეციას“ ავარჯიშებდა.

0.115836