ფეხბურთი

16:07 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნაბი კეიტა ბუნდესლიგაში დაბრუნდა

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ნაბი კეიტა ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა. ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

28 წლის გვინეელი ნახევარმცველი „ბრემენელ მუსიკოსებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით და შესაბამისად უფასოდ შეუერთდა.

ნაბი კეიტა 2018 წლიდან „ლივერპულში“ თამაშობდა და 129 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ისტრსა“ და „ზალცბურგში“ ირჯებოდა, გერმანიაში თამაშის გამოცდილება კი აქვს, რადგან კარიერის საუკეთესო ორი სეზონი „ლაიფციგში“ გაატარა.

0.120076