ფეხბურთი

14:50 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩე" ედინ ჯეკოს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო შესაძლოა „ფენებერჰაჩეში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, 37 წლის ფორვარდს თურქებმა ორწლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს.

ჯეკოს „ინტერთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თუ მის განახლებას შესთავაზებენ, მილანურ გუნდში დარჩენა მისთვის პრიორიტეტული არჩევანი იქნება, თუ არადა, თურქების წინადადებას მიიღებს.

ედინ ჯეკო „ინტერში“ 2021 წლიდან თამაშობს და 100 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რომას“, „მანჩესტერ სიტის“, „ვოლფსბურგის“, „ტეპლიცეს“ და „ჟელეზნიჩარის“ წევრი იყო.

0.106273