ფეხბურთი

1:20 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას საკუთარ სახლში შეხვდა

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს ეძებს და არც მალავს, რომ ძალიან ბევრი კანდიდატი ჰყავს.

La Repubblica იტყობინება, რომ დე ლაურენტისი რამდენიმე დღის წინ რუდი გარსიას პირადად შეხვდა და მასთან ერთად ივახშმა. შესაბამისად, ფრანგი სპეციალისტის ვარიანტიც უკვე გააქტიურდა. აღსანიშნავია, რომ გარსია 4-3-3 სქემის მიმდევარია, რაც „ნაპოლისთვის“ პრიორიტეტულია. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა რომში, კვირინალეს სასახელსთან ახლოს შედგა, დე ლაურენტისის სახლში.

რუდი ბოლოს „ალ-ნასრიში“ მუშაობდა, საიდანაც დაახლოებით ერთი თვის წინ დაითხოვეს. მას იტალიაში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია, სადაც „რომას“ ავარჯიშებდა, ხოლო ასევე უმუშავია „ლილსა“ და „ლიონში“.

მიუხედავად ამისა, ფავორიტად ისევ ვინჩენცო იტალიანოს მიიჩნევენ. „ნაპოლის“ პოტენციურ მწვრთნელებს შორის გარსია ერთადერთი ფრანგი არ არის, ასევე საუბრობენ კრისტოფ გალტიეზე, რომელსაც უახლოეს დღეებში „პარი სენ ჟერმენიდან“ დაითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა. ტოსკანელმა სპეციალისტმა კარიერაში პაუზის აღება გადაწყვიტა.

0.143659