ფეხბურთი

0:40 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: "რეალს" კვარაცხელია მოსწონს, მაგრამ დე ლაურენტისი ძალიან ძვირად აფასებს

მადრიდის „რეალს“ ხვიჩა კვარაცხელია მოსწონს, მაგრამ „ნაპოლი“ მას ძალიან ძვირად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე შემოთავაზებებს ამ ზაფხულს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ის 150 მილიონ ევროს აღემატება.

„სამეფო კლუბს“ ქართველი მოსწონს, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. ბოლო ცნობებით, ქართველი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მას ხელფასს გაუზრდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111167