ფეხბურთი

23:32 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" კიმს კონტრაქტი გაუმზადა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნაპოლის“ ცენტრალური მცველის კიმ მინ-ჯეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ ინგლისელებს სამხრეთკორეელისთვის კონტრაქტი მზად აქვთ.

„მანჩესტერი“ კიმს კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე სთავაზობს, სეზონში 6 მილიონი ევროსა და ბონუსების ანაზღაურებით. გარდა ამისა, მზადაა, რომ „ნაპოლის“ მისი გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს.

პარალელურად, ფრანგული მედია წერს, რომ მანჩესტერელებმა „მონაკოსთან“ აქსელ დისასის ტრანსფერზე მიაღწიეს შეთანხმებას, რამაც შეიძლება კიმის ტრანსფერი შეაფერხოს. თუმცა, ფაქტია, რომ აზიელის ინგლისში გადასვლის შანსი დიდია. სხვათა შორის, კიმით „ნიუკასლ იუნაიტედიც“ ინტერესდება.

აქვე გეტყვით, რომ კიმ მინ-ჯემ „ნაპოლიში“ გასულ სეზონში 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

0.113993