ფეხბურთი

21:43 | 8.06.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ჰოლანდი: "საოცარი სეზონი გვქონდა, მაგრამ ახლა მისი საუკეთესოდ დასრულებაა საჭირო"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა განაცხადა, რომ გუნდს საოცარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ახლა საჭიროა მისი საუკეთესოდ დასრულება, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება. მან საუბარი სწორედ ფინალზე დაიწყო.

„ეს განსაკუთრებული იქნება, ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშზე და იქ ყოფნა უდიდესი პატივია, თუმცა უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიმარჯვოთ. წარმოუდგენელი სეზონი გვქონდა და საუკეთესოდ უნდა დავასრულოთ. ვიცი, რომ ყველანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესანიშნავი „ინტერის“ წინააღმდეგ გავიმარჯვოთ, მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველოდებით.

„დორტმუნდის“ კარში გატანილი გოლი ძალიან ლამაზი იყო, ყოველთვის მინდოდა ასეთი გოლის გატანა, შესაბამისად, როცა დავინახე, რომ ბურთი ბადეში შევიდა, დიდი ემოცია იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე ჯგუფური ეტაპისთვის, რომელიც ფანტასტიკურ გუნდს გავუტანე. ვიცოდი, რომ აქ ბევრი გოლის გატანის შანსი მექნებოდა, როცა შენს ირგვლივ ამდენი ჩემპიონი გყავს, რომლებიც მომენტებს გიქმნიან ან სივრცეებს გიხსნიან, მაშინ ყველაფერი უფრო ადვილია. გამიმართლა, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც ჩემი საქმის კეთებაში მეხმარებიან. მოედანზე ყოველთვის მომდევნო გოლზე ვარ კონცენტრირებული, ასე ვუდგები ყველა თამაშს და ასე გავაგრძელებ. პეპი და მთელი სტაფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოედანზე ჩვენი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში დაგვეხმარონ, მისგან უკვე ბევრი ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს ვისწავლი.

ყველას აქვს ნანახი მანჩესტერ სიტის მაისურში ბავშვობაში გადაღებული ჩემი ფოტოები. უბრალოდ, მინდა აქ კარგად ყოფნა გავაგრძელო, ბევრი ვიმუშაო და ჩვენი გულშემატკივარი გავახარო. მომწონს მანჩესტერში ცხოვრება, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ახალი გამოწვევა იქნებოდა და რაღაც განსაკუთრებული, ვიდრე წინა გამოცდილება, მაგრამ ეს ნამდვილად სასიამოვნოა. ვიცოდი, რომ კლუბი, ფეხბურთელები, მწვრთნელები, პერსონალი, ძალიან მაღალი სტანდარტის იქნებოდა და ზუსტად ასეთები არიან. პრემიერლიგაში ინტენსივობა ძალიან მაღალია, ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რომ თამაში მოიგო. ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო გოლების გატანით ტიტულების მოგებაში. ვიცი, რომ გოლებს თუ გავიტან, სეზონის ბოლოს კლუბი შეძლებს ყველა მიზნის მიღწევას“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტიში“ სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში 52 გოლი გაიტანა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი და ინგლისის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში 10 ივნისს, „ინტერს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:50 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ან რაზეა საუბარი გუნდის ვიცე პრეზიდენტი იყო მგონი მაგ დროს ცქიტიშვილი მაყურებლებს რომ აუხტა და კაჩაობა დაუწყო. არასწორმა მენეჯმენტმა ფიფია გაკოტრებამდე მიიყვანა

13:49 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

დინამო თბილისი იქცა დებილების თავშეყრის ადგილი მენეჯმენტს ვგულისხმობ. რამდენი ნიჭიერი ბიჭი დაკარგეს კაპიკებად როცა შეეძლოთ სერიოზული გუნდის შეკვრა შედეგების დადება რაც ფინანსურად გუნდსაც გააძლიერებდა. 800 000 გაVშებული მამარდა აზაროვიც 1 მილიონის ფარგლებშI გაუშვეს იგივე ნინუა და ბაზელში როა კვარა დავიტაშვილი და რამდენი დინამოს აკადემიის აღზრდილი 16-17 წლის ბიჭებს ყიდიან 1 მილიონის ფარგლებში იმის მაგიერ შეინარჩუნონ 19-20 წლამდე შეკრან გუნდი დაიმატონ ლეგიონერები ვინც გუნდს გააძლიერებს. წარმატებული ევრო სეზონი გაზრდილი მოთხოვნილება მის ფეხბურთელებზე დ აგაზრდილ ფას არ ნიშნვას? მაგრამ არაა არანაირი რისკი გატVლა დღევანდელი თეთრები ურჩევნიათ

23:51 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.. რომან ფიფიას დიშლა მენეჯერი ამბობდა, რო საქართველოს დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და ამით ამართლებდა ფერმერებისგან წამოცმულ დინამოს. ამ დროს, სომხეთის ერთდროულად 3 გუნდი მაღალი დონის ლეგიონერებით პლეი-ოფში გადის და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. ნორვეგიული ბოდო/გლიმტი ლამის 11 ნორვეგიელი გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ. იგივეა კიდე ადგილობრივი უკრაინელებით დაკომპლექტებული დინამო კიევი. ყოველგვარი გასაპრავებელი თავზე დაეხათ ამ დილეტანტებს და მაინც არ უნდათ, რო მოგვშორდნენ. არ იცით საქმის კეთება და მენეჯმენტი, გადაებით ერთმანეთს და წადით!

23:43 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ახლა რაღას იტყვის რომან ფიფიას სირთა კანტორა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061626
სარეკლამო ადგილი - 99
X x X