ფეხბურთი

17:54 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოიზე კინმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი თქვა

იტალიის 21-წლამდე ნაკრების შეკრება მოიზე კინმა დატოვა, რომელიც გუნდში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე სათამაშოდ მიიწვიეს.

თუმცა, „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ახალგაზრდულ ევროზე თამაშის პერსპექტივით მოხიბლული არ დარჩენილა, რის შედეგადაც სამწვრთნელო შტაბთან საუბრის შემდეგ გუნდი დატოვა. აღსანიშნავია, რომ მას მსგავსი პრობლემები წარსულშიც ჰქონდა, როგორც 21-წლამდე, ისე 19-წლამდე ნაკრებებში.

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში საფრანგეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, მაგრამ არა საქართველოში, არამედ რუმინეთში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11213