„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და მხოლოდ მისი გაფორმებაა საჭირო.
კვარაცხელიას ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება. მთლიანობაში კი ხელფასი 3.5 მილიონ ევროს არ ასცდება, რადგან ეს „ნაპოლიში“ ერთგვარი სახელფასო ზღვარია. კონტრაქტი ერთი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ აწ დასრულებულ სეზონში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. მას ამჟამად კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.