ფეხბურთი

13:41 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ „ვესტ ჰემს“ რაისში 105 მილიონს უხდის

„არსენალი“ მზადაა „ვესტ ჰემს“ 105 მილიონი ევრო შესთავაზოს ნახევარმცველ დეკლან რაისის ტრანსფერისთვის. ამ თანხას „ჩაქუჩები“ თანხმდებიან, თუმცა გარანტირებული ნაწილის გადახდა 2024 წლის ზაფხულისთვის სურთ - წერს Daily Mail.

საქმე ის არის, რომ „ვესტ ჰემი“ იმ კლუბებს შორისაა, რომლებიც შარშანდელი სექტემბრიდან უეფას ფინანსური სამართლიანი თამაშის მეთვალყურეობის ქვეშ შეიყვანეს. ამიტომ, ორი დიდი წლიური ერთჯერადი თანხის გადახდა დაეხმარება მათ კომფორტულად დაემორჩილონ საფეხბურთო სატრანსფერო ბიზნესის კანონებს.

24 წლის რაისმა გუშინ, 7 ივნისს, გუნდთან ერთად კონფერენს ლიგა მოიგო. ეს მისი პირველი ტიტულია კარიერაში. ჯამში, გასულ სეზონში ინგლისელმა „ჩაქუჩების“ მაისურით 50 მატჩში ითამაშა, 5 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11251