ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერს“ შორის ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„როგორ შეუძლია „ინტერს“ შეაჩეროს ჰოლანდი? ამას თოფი დასჭირდება... ხუმრობის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ „მანჩესტერ სიტი“ ორი გარემარბით და ცენტრფორვარდით თამაშობს. დე ბრუინიც ხშირად უახლოვდება მათ. ხოლო „ინტერს“ ხუთკაციანი დაცვა ჰყავს - ორი ფრთის და სამი ცენტრალური. ეს ნიშნავს, რომ მოედნის ცენტრში „ნერაძური“ ხშირად იქნება უმცირესობაში.
არ არსებობს გამარჯვების სქემა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. უბრალოდ უნდა გქონდეთ ძლიერი მოტივაცია და მაღალი გუნდური სულისკვეთება. კონტრშეტევებში ძალიან კარგად მოთამაშე „ინტერმა“ ამ იარაღზე უნდა გაამახვილოს ყურადთება, რათა ინგლისელებმა მთლად თავისუფლად ვერ ითამაშონ.“ - ციტირებს საკის სიტყვებს Football Italia.
ფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერს“ შორის 10 ივნისს გაიმართება სტამბოლში.