„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ 2-3 წლის განმავლობაში აპირებს, შემდეგ კი საფეხბურთო კლუბს შეიძენს.
„ვიცოდი, რომ კარიმი არაბეთში მოვიდოდა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ საუდის არაბეთის ლიგა მალე მსოფლიოს ხუთ საუკეთესოთა შორის იქნება. აქ კიდევ ბევრი ვარსკვლავი ჩამოვა.
მე კარიერაში 2-3 წელი დამრჩა, ამ ასაკში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა. არ გამოვრიცხავ კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო გუნდი ვიყიდო. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მინდა, როცა ჩემი კარიერა დასრულდება“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.