ფეხბურთი

0:19 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-იტიჰადმა" ნგოლო კანტეს ტრანსფერი დაადასტურა

„ალ-იტიჰადმა“ ნგოლო კანტეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება ლონდონში წარმატებით გაიარა და სულ მალე ის საუდის არაბეთში ჩაფრინდება.

კანტეს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და შესაბამისად, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ნგოლომ საუდელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კანტე მეორე ფრანგი ვარსკვლავია, რომელიც „ალ-იტიჰადმა“ ბოლო 24 საათში დაიმატა. მანამდე მათ კარიმ ბენზემა შეუერთდა. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაშობს კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც „ალ-ნასრის“ ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე „ჩელსიმ“ 2016 წელს „ლესტერიდან“ დაიმატა. მას შემდეგ ფრანგმა ლონდონელთა მაისურით 269 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე კანტე „ბულონისა“ და „კაენის“ წევრი იყო.

0.114691