ფეხბურთი

23:24 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შეკრების მესამე დღე: გუნდს ორი ფეხბურთელი შეუერთდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის, რომელსაც კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ჩაატარებს, მზადებას აგრძელებს.

ვილი სანიოლის გუნდი უკვე მესამე დღეა თბილისში არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ამჯერად გუნდს ბაქოს "ნეფთჩის" მცველი სოლომონ კვირკველია და "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორია შეუერთდნენ. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ნაკრებს გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.116527