ფეხბურთი

23:00 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "სალერნიტანას" მცველს 4 მილიონ ევროდ დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსი“ „სალერნიტანას“ განაპირა მცველის, პასკუალე მაცოკის ტრანსფერთან ახლოსაა. იტალიელი ჟურნალისტი დანიელე ლონგო წერს, რომ მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.

„იუვე“ მაცოკის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს გაიღებს, პლუს სალერნოელებს ჰანსი ნიკოლუსი კავილიას სატრანსფერო უფლებებს დაუთმობს.

პასკუალე მაცოკი „სალერნიტანაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 42 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ვენეციაში“, „პერუჯასა“ და „პარმაში“ ირჯებოდა, ხოლო იტალიის ნაკრებში ერთხელ აქვს ნათამაშები.

მაცოკის დაცვის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, ტურინელები კი ორივე პოზიციაზე შემადგენლობის განახლებას აპირებენ.

0.114831