ფეხბურთი

21:04 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "საქართველოსთან თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია, ადვილი მატჩი არ იქნება"

კვიპროსის ნაკრები საქართველოსა და ნორვეგიასთან მატჩებისთვის ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კი მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საქართველოსთან თამაში მისთვის განსაკუთრებული იქნება.

„სეზონის შემდეგ ამ პერიოდში თამაში სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ყველა ქვეყნისაა. რთული თამაშები გვაქვს, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ 10 დღე გვაქვს მოსამზადებლად. იმედი მაქვს, რომ ამ დღეებში სათანადოდ მოვემზადებით. საქართველოსთან თამაშზე ბევრი ვთქვი: ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაშია. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ჩემი ქვეყანაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემთვის არც კვიპროსია უცხო ქვეყანა, 30 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი ცოლი კვიპროსელია, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად კვიპროსელია. საქართველოსთან თამაში ადვილი არ იქნება, ახლა განსაკუთრებული ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც დიდ ქვეყნებში თამაშობენ და გამოირჩევიან.

კვარაცხელიას და ჰოლანდის შეჩერების გეგმა? ყველა გუნდს ჰყავს მაღალი დინარის მქონე თავდამსხმელები. ერთი იტალიის სერია A-ს, მეორე კი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ კარგად თამაში და დიდი კონცენტრაცია იქნება საჭირო, რომ პრობლემა არ შეგვიქმნან“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133423