კალათბურთი

19:45 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძემ "რეჯანა" დატოვა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ „რეჯანა“ დატოვა. იტალიურმა კლუბმა თავის ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბმა ბექას მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა. ბურჯანაძე რეჯო ემილიურ გუნდში 2022-2023 წლების სეზონში თამაშობდა და საშუალოდ 18 წუთში 6 ქულას და 4 მოხსნას აგროვებდა.

ქართველ კალათბურთელს კარიერის უმეტესი ნაწილი ესპანეთში აქვს გატარებული, ჯერჯერობით კი, უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

0.114251