ფეხბურთი

17:37 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა შეიძლება კეინმა შეცვალოს, პერესმა რჩევა მოურინიოს ჰკითხა

მადრიდის „რეალი“ კარიმ ბენზემას შემცვლელს ეძებს, რომელმაც კლუბი დატოვა და „ალ-იტიჰადში“ გადავიდა.

ესპანური მედიის ცნობით, ფავორიტი „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინია, რომელიც „სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესმა რჩევისთვის ჟოზე მოურინიოსაც დაურეკა, რომელიც კეინს „ტოტენჰემში“ ორი წელი ავარჯიშებდა. თავის პორტუგალიელმა კეინს ესპანელთა პრეზიდენტთან დადებითი რეკომენდაცია გაუწია.

ჯერჯერობით, სავარაუდო ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ კეინს „მამლების“ დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდოდა. ამდენად, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი თავადაც მოითხოვოს.

ჰარი კეინს „ტოტენჰემის“ მაისურით 435 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 280 გოლი გაიტანა. მას კარიერის საწყის ეტაპზე იჯარით „ლეიტონში“, „მილუოლში“, „ნორვიჩსა“ და „ლესტერშიც“ აქვს ნათამაშები.

0.113551