ფეხბურთი

17:00 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" მასიმილიანო ალეგრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

ტურინის „იუვენტუსიდან“ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება არ იგეგმება. ამის შესახებ კომენტარი იტალიურ მედიასთან კლუბის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ალეგრის შესახებ არასდროს ყოფილა გუნდიდან გაშვების შესახებ საუბარი და ტოსკანელი სპეციალისტი მომდევნო სეზონშიც „ბებერი ქალბატონის“ თავკაცი იქნება.

„იუვენტუსმა“ სეზონი ჩააგდო, მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე ნახევარფინალში დამარცხდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „იუვესთვის“ 10 ქულა რომ არ დაეკლოთ, სერია A-ში მესამე ადგილს დაიკავებდა.

მაქს ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-2019 წლებში წვრთნიდა, შემდეგ ის გაათავისუფლეს, ხოლო 2021 წელს დააბრუნეს. მას ტურინელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

0.113279