საქართველოს ნაკრების მცველის ლაშა დვალის „აპოელში“ დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია. ამის შესახებ კვიპროსული მედია წერს.
დვალს „აპოელთან“ კონტრაქტი ეწურება, მაგრამ მხარეები მის განახლებასთან ახლოს არიან და ამას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.
28 წლის ფეხბურთელი ნიქოზიელებს გასულ ზაფხულს შეუერთდა და სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში თავი 4 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.