ფეხბურთი

15:11 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: აურელიო დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი შეარჩია

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი და აურელიო დე ლაურენტისს ლუჩანო სპალეტის შემცვლელის შერჩევა მოუწევს.

როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, დე ლაურენტისს ჰყავს თავისი ფავორიტი და არჩევანი უკვე გააკეთა - ვინჩენცო იტალიანო. ის ამჟამად „ფიორენტინას“ მწვრთნელია. წყაროს თანახმად, კონფერენს ლიგის ფინალის შემდეგ „აძურის“ მფლობელი ტოსკანელთა მთავარ მწვრთნელს პირადად დაუკავშირდება.

დე ლაურენტისმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ მის სამუშაო მაგიდაზე 20 მწვრთნელის კანდიდატურაა, საიდანაც ერთ-ერთს ივნისის ბოლომდე აარჩევს.

„ნაპოლის“ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ იტალიანოს სათამაშო ფილოსოფია შეესაბამება „ნაპოლის“ სისტემას და ლუჩანო სპალეტის 4-3-3 სქემას. ამიტომაც, აქცენტს „ფიორენტინას“ თავკაცზე აკეთებს.

0.113578