ფეხბურთი

22:46 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი გოლით მოდის (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 38-ე ტურში საბა ლობჟანიძის „კარაგუმრუკმა“ „ქასიმპაშა“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი შესანიშნავი გოლი გაიტანა.

საბამ ანგარიში მე-14 წუთზე ოზდოევის პასით გახსნა. ლობჟანიძემ „კარაგუმრუკში“ მეორე გოლი გაიტანა მეათე მატჩში, მანამდე „ჰატაისპორში“ ერთხელ გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, მან 6 საგოლე პასი მიითვალა.

„კარაგუმრუკმა“ სეზონი 51 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ლობჟანიძე ამ გუნდში იჯარით იყო, ჯერ კიდევ „ჰატაისპორის“ საკუთრებაა, მაგრამ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა, ანტაკიურ კლუბს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116129