ფეხბურთი

21:24 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

WhoScored-ის ვერსიით, კვარაცხელია, მესისთან და მბაპესთან ერთად, ევროპის ტოპ-5 ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია

2022/23 წლების სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი სტატისტიკური ვებგვერდის WhoScored.com-ის მიერ შედგენილ ევროპის ტოპ-5 საფეხბურთო ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს გვერდით მოხვდა.

აღნიშნული ნაკრები შედგენილია იმ მოთამაშეთაგან, რომლებსაც შესაბამის პოზიციებზე საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვთ.

მესითა და მბაპეთი წარმოდგენილი ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ გარდა, ამ სიმბოლურში ორი ფეხბურთელი კიდევ მხოლოდ დორტმუნდის „ბორუსიას“ ჰყავს:

მეკარე - ხერემიას ლედესმა („კადისი“ - საშუალო ქულა 7,03);

მცველები - კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“ – 7,41), ბენჟამენ პავარი („ბაიერნი“ – 7,17), ანდრე ჟიროტო („ნანტი“ – 7,09), რაფაელ გერეირუ („ბორუსია“ – 7,27);

ნახევარმცველები - ბუკაიო საკა („არსენალი“ – 7,4), კევინ დე ბრუინი („სიტი“ – 7,58), ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ – 7,58), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“ – 7,43);

თავდამსხმელები - ლიონელ მესი (პსჟ - 8, 28), კილიან მბაპე (პსჟ - 7,8).

0.114126