ფეხბურთი

20:40 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიმი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და "ნაპოლის" დიდი ალბათობით დატოვებს

„ნაპოლიდან“ კიმ მინ-ჯეს წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. Il Mattino იტყობინება, რომ სამხრეთკორეელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა, რაც აშკარა მინიშნებაა, რომ ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

ცნობილია, რომ კიმის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს, რომელიც მზადაა მისი გამოსასყიდი თანხა, 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. წყაროს თანახმად, კიმი სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ნეაპოლში არ დაბრუნდება და პირდაპირ ინგლისურ გრანდს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ კიმ მინ-ჯე გასულ ზაფხულს „ფენერბაჰჩედან“ 18 მილიონ ევროდ დაიმატა. აზიელმა მცველმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში 2 გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

0.110527