ფეხბურთი

11:20 | 6.06.2023 | ნანახია 0 - ჯერ

მატეუ ლაოსმა სამსაჯო კარიერა დაასრულა

ესპანელმა არბიტრმა, მატეუ ლაოსმა, სამსაჯო კარიერა დაასრულა - გვამცნობს ESPN

46 წლის მსაჯი ესპანეთის ელიტარულ დივიზიონში 15 წელიწადს მუშაობდა. პრიმერა დივიზიონის ბოლო, 38-ე ტურის მატჩის შემდეგ, „მალიორკასა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის (3:0), ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მას საპატიო დერეფანი მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ ლაოსმა კარიერაში მუნდიალებზე ხუთი მატჩი იმსაჯა. ბოლო შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გამოდგა მის კარიერაში, ეს იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის (2:2, 3:4 პენ.). ძირითად და დამატებით დროში ესპანელმა 12 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს, ასევე ერთი ყვითელი სათადარიგოს და სამი ყვითელი ბარათი მატჩის შემდეგ, რომელთაგან ორმა ნიდერლანდელი დენზელ დუმფრისის გაძევება გამოიწვია.

მატჩში ბევრი სკანდალი და ჩხუბი იყო, რომელიც ფინალური სასტვენის შემდეგაც არ შეწყვეტილა. მსაჯი მატჩზე კონტროლის დაკარგვაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ, ფიფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, პიერლუიჯი კოლინამ ესპანელი შინ გააგზავნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06439