„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, მომავალ სეზონში გუნდთან მუშაობას გააგრძელებს.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებ-გვერდის ცნობით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ 55 წლის იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა. არჩევანი გაკეთდა როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური მიზეზით. ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში „იუვენტუსს“ მნიშვნელოვანი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. მისი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლამდე მოქმედებს.
ტურინელებმა 62 ქულით სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავეს და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. ჩემპიონატის მიმდინარეობისას „იუვენტუსს“ ფინანსური მაქინაციების გამო ათი ქულა ჩამოკლეს. გუნდი ჩემპიონთა ლიგას ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა, შემდეგ კი ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.