ფეხბურთი

22:10 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტონალი და სხვები: იტალიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

იტალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ნიკოლატომ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, ხოლო 12 ივნისს, საბოლოო, 23-კაციან განაცხადს გამოაქვეყნებს.

იტალიის ნაკრებს ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე, რომლის თანამასპინძელი საქართველოა, „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი დააკლდება, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. სამაგიეროდ, სიაში არიან ჯორჯო სკალვინი, მოიზე კინი და სანდრო ტონალი.

მეკარეები: მარკო კარნეზეკი (კრემონეზე), ალესანდრო სორენტინო (მონცა), სტეფანო ტურატი (ფროზინონე)

მცველები: ანდრეა კამბიასო (ბოლონია), ჯორჯო ჩიტადინი (მოდენა), მატეო ლოვატო (სალერნიტანა), ჩალებ ოკოლი (ატალანტა), ფაბიანო პარიზი (ემპოლი), ნიკოლო პიეროცი (რეჯინა), ლორენცო პიროლა (სალერნიტანა), ჯაკომო კუალიატა (კრემონეზე), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), დესტინი უდოგი (უდინეზე), ალესანდრო ძანოლი (სამპდორია)

ნახევარმცველები: ედოარდო ბოვე (რომა), ჯოვანი ფაბიანი (რეჯინა), იაკოპო ფაცინი (ემპოლი), ფაბიო მირეტი (იუვენტუსი), სამუელე რიჩი (ტორინო), ნიკოლო როველა (მონცა), სანდრო ტონალი (მილანი)

თავდამსხმელები: ნიკოლო კამბიაგი (ემპოლი), მატეო კანჩელიერი (ლაციო), ლორენცო კოლომბო (ლეჩე), მოიზე კინი (იუვენტუსი), სამუელე მულატიერი (ფროზინონე), გაეტანო ორისტანიო (ვოლენდამი), პიეტრო პელეგრი (ტორინო)

იტალიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს რუმინეთში ჩაატარებს, მისი მეტოქეები კი შვეიცარიის, საფრანგეთისა და ნორვეგიის ნაკრებები იქნებიან. იტალიას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129806