ფეხბურთი

20:00 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანმა "ვერონას" ფანები დაადუმა: "უსტვინეთ, უსტვინეთ, ეს თქვენი წლის მომენტია"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთიდან წასვლა „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ პირდაპირ სტადიონზე დააანონსა, სადაც მან გულშემატკივრებს მიმართა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთ მომენტში იბრას „სან სიროზე“ მყოფმა „ვერონას“ ფანებმა დაუსტვინეს, რაზეც შვედს ჩვეული პასუხი ჰქონდა:

„უსტვინეთ, უსტვინეთ, ეს თქვენი წლის მომენტია, რადგან მე მიყურებთ“, - თქვა ზლატანმა, რამაც „მილანის“ ფანების დიდი ოვაციები ბუნებრივია გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102167