„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი ერთმანეთს შეხვდნენ. არგენტინელმა კი შეხვედრის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარის სურვილია, რომ მესი „ბარსაში“ დაბრუნდეს:
„ლეოს „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა, ეს არის ვარიანტი, რომელიც გასათვალისწინებელია“, - აღნიშნა მან.
მოგეხსენებათ, ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლა გადაწყვეტილია. არგენტინელს საუდის არაბეთის და აშშ-ს კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ „ბარსელონაში“ დაბრუნებაც რეალურია.