ფეხბურთი

19:12 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია და პარედესი „იუვეს“ დატოვებენ

არგენტინელები ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი ამ ზაფხულს ტურინის „იუვენტუსიდან“ წავლენ.

პარედესი „იუვეს“ პსჟ-დან იჯარის წესით ჰყავდა აყვანილი, დი მარიას კი, ივნისში იტალიელებთან კონტრაქტი უმთავრდება.

ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ორივე მოთამაშე დატოვებს „იუვეს“. პარედესი პსჟ-ში დაბრუნდება, რის შემდეგაც კლუბი მის გაყიდვასთან დაკავშირებულ წინადადებებს განიხილავს. რაც შეეხება დი მარიას, ის თავისუფალი აგენტი გახდება და როგორც იტყობინებიან, მას კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს.

2022/23 წლების სეზონის სერია ა-ში, „იუვეს“ მაისურით გამართულ 25 მატჩში პარედესმა 1 გოლი გაიტანა, ხოლო დი მარიამ 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლს ამდენივე საგოლე გადაცემა მიათვალა.

0.124062