ჩოგბურთი

13:49 | 10.10.2014 | ნანახია 815 - ჯერ

ქართველებმა დაასრულეს

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ტურნირის ნახევარფინალში სოფო ქვაცაბაია იყო გასული, თუმცა, კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს სოფია ჟუკთან 0:6, 4:6 დამარცხდა. ეს უკანასკნელი ფინალში თანამემამულე ლარგარიტა ლაზარევას გაეჯიბრება, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი.

ვაჟების წყვილთა შეჯიბრის ფინალში შეემთხვა წარუმატებლობა ალექსანდრე მეტრეველს. მან და ბულგარელმა ალექსანდერ ლაზოვმა პირველი რეიტინგის მქონე ესპანელ ლოეს-ხაენთან და ინდოელ ნედუნჩეჟიანთან 3:6, 3:6 წააგეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:58 | 11.10.2014
chelidze (5010)

დაწყებული არაა და უვკე ასრულებენ

16:29 | 10.10.2014
3 სავანელი (1199)

14:34 | 10.10.2014
BEERTRANCE (97819)

დასანანია

13:53 | 10.10.2014
yonex77 (62)

ყველგან და ყველაფერში პირველებმა როგორ უნდა დავასრულოთ რა უბედურებაა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122121