ფეხბურთი

15:53 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: „ბენზემამ „ალ-იტიჰადთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“

მადრიდის „რეალის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის ჩემპიონის „ალ-იტიჰადის“ მოთამაშე გახდა.

ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საკუთარ ტვიტერზე იტყობინება.

რომანოს თქმით, ბენზემამ უკვე მოაწერა ხელი საუდელთა კლუბში გადასასვლელად საჭირო დოკუმენტების ძირითად ნაწილს. კონტრაქტი გათვლილია 2025 წლამდე და ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს.

ბენზემასთვის შეთავაზებულ თანხად სხვადასხვა ოდენობა სახელდება: 100 მილიონი ევრო წელიწადში, 400 მილიონი დოლარი მთლიანობაში და ა.შ.

ახლადდასრულებულ სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა „რეალის“ რიგებში ყველა ტურნირში 43 მატჩი ჩააატარა, 31 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მთლიანობაში ესპანური გრანდის მაისურით მან 647 მატჩი გამართა და ამ წლებში 25 ტიტული მოიგო, რაც „რეალში“ მოთამაშეთა შორის სარეკორდოა.

ბენზემას აქტივშია: 5 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 4 ევროპის სუპერთასზე, 4 ლა ლიგაზე, 3 ესპანეთის თასზე და 4 ესპანეთის სუპერთასზე.

„ალ-იტიჰადი“ 2022/23 წლების სეზონის საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა, გაუსწრო რა 5 ქულით კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“.

0.11968