ფეხბურთი

13:19 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის „ბორუსიას“ „ბაიერნის“ მცველის შეძენა სურს

დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნის“ მცველის, ბენჟამინ პავარის შეძენით დაინტერესდა - გვამცნობს Sky Sport Germany.

„ბორუსიამ“ უკვე გამართა მოლაპარაკებები პავართან. კლუბის დიალოგი ფრანგ მცველთან მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთელის საზაფხულო გეგმების შესახებ შეიტყვეს. პავარმა „ბაიერნიდან“ წასვლაზე ისაუბრა. ახლა მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.

27 წლის პავარმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნში“ ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა შვიდი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგის კონტრაქტი მიუნხენელებთან მომავალი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

0.111768