ფეხბურთი

10:08 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ანტვერპენმა“ 1957 წლის შემდეგ, პირველად მოიპოვა ბელგიის ჩემპიონობა

„ანტვერპენმა“, ნიდერლანდელი სპეციალისტის, მარკ ვან ბომელის ხელმძღვანელობით, 66 წლის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა ბელგიის ჩემპიონატში. ბოლოს „წითლებმა“ ტიტული 1956/1957 წლების სეზონში მოიგეს.

ბოლო ტურში ინტრიგა მატჩების უკანასკნელ წუთებამდე გაგრძელდა, ტიტულისთვის კი ერთდროულად სამი კლუბი იბრძოდა: „ანტვერპენი,“„იუნიონო,“ რომლებსაც 46-46 ქულა მოეგროვებინათ, ასევე „გენკი“, რომელიც ერთი ქულით ჩამორჩებოდა ლიდერებს.

„უნიონმა” საკუთარ მოედანზე სენსაციურად წააგო „ბრიუგესთან” (1:3), თანაც სამი გოლი 89-ე წუთის შემდეგ გაუშვა. ხოლო „გენკისა” და „ანტვერპენის” უშუალო შეხვედრაში (2:2) ყველაფერი 94-ე წუთზე ანტვერპენელი ტობი ალდერვეირელდის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

ამრიგად, ვან ბომელის შეგირდებმა დამარცხების თავიდან აცილება მოახერხეს, ერთი ქულით გაუსწრეს ორივე კონკურენტს და კლუბის ისტორიაში ლიგის ტიტული მეხუთედ მოიპოვეს.

მანამდე „ანტვერპენმა“ ბელგიის თასიც მოიპოვა.

თეგებიანტვერპენი
0.136247