ჭადრაკი

0:43 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კენჭისყრა ღვინის ბოთლებით!
პირველ ტურში ანა მუზიჩუკი მერი არაბიძეს დაუპირისპირდება, ხოლო მარია მუზიჩუკი - ნინო ბაციაშვილს

ბათუმში, სასტუმრო „ლეგენდის“ საკონფერენციო დარბაზში ჩემპიონთა მატჩის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს მიესალმა ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი. ხოლო მთავარმა მსაჯმა ტექნიკური დეტალები გააცნო და წილისყრა ჩაატარა.

კენჭისყრის პროცედურა ორიგინალური ფორმით გაიმართა. მონაწილეებს უნდა აერჩიათ შეფუთული ღვინის ბოთლი. თეთრი ღვინის ბოთლი - თეთრი ფიგურების ნიშანი იყო, ხოლო წითელი ღვინის ბოთლი შავი ფერის.

ჩემპიონთა მატჩის პირველ ტურში თეთრებით ითამაშებენ დები მუზიჩუკები.

ანა მუზიჩუკი მერი არაბიძეს დაუპირისპირდება, ხოლო მარია მუზიჩუკი - ნინო ბაციაშვილს.

სოფო ნიკოლაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118516