ჭადრაკი

0:14 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში ჩემპიონთა მატჩი იწყება
ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები ეთამაშებიან

მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში, ჩემპიონთა მატჩი გაიმართება.

ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები, მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეები: მერი არაბიძე - ნინო ბაციაშვილი და ანა მუზიჩუკი - მარია მუზიჩუკი.

ასპარეზობა 7 დღეს გაგრძელდება;

თამაშები გაიმართება: 5,6,7,9,10,11 ივნისს, 8 ივნისს მონაწილეები დაისვენებენ.

მერი არაბიძე (2441; 25.02.1994)

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის;

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ახალგაზრდული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული;

ნინო ბაციაშვილი (2467; 01.01.1987)

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი ქალთა შორის;

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

პირველი ქალი მოჭადრაკე რომელმაც სატურნირო პარტია ყაიმით დაასრულა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, მაგნუს კარლსენთან;

მარია მუზიჩუკი (2515; 21.09.1992)

მსოფლიოს ჩემპიონი ქალთა შორის - 2015-2016წ.

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ანა მუზიჩუკი (2504; 28.02.1990)

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში;

საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში.

სოფო ნიკოლაძე

0.120815