ფეხბურთი

19:27 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ მანჩინის არ დაკავშირებია

დღეს, 4 ივნისს, დილით, Corriere dello Sport-მა დაწრა, თითქოს ნეაპოლელთა პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის ტელეფონით ესუბრა და „ნაპოლიში“ მუშაობა შესთავაზა.

მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპიკერმა რამდენიმე საათის წინათ ANSA-ს აცნობა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დაადასტურა, რომ , მანჩინის არასოდეს მიუღია ზარი „ნაპოლიდან.“

„იტალიის ნაკრების მწვრთნელს, რობერტო მანჩინის, არ მიუღია ზარი აურელიო დე ლაურენტისისგან ან მისი წარმომადგენლებისგან „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების თაობაზე.

ბოლო დღეებში „ნაპოლის“ უამრავი ცნობილი სპეციალისტის სახელს უკავშირებენ. დე ლაურენტისს მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მანამდე სურს, სანამ ამ თვის ბოლოს შეერთებულ შტატებში გაემგზავრება დასასვენებლად.

ვინჩენცო იტალიანო ამ მხრივ წამყვანი კანდიდატია, მაგრამ „ნაპოლი“„ფიორენტინას“ თავკაცთან გადამწყვეტ საუბარს მას შემდეგ გეგმავს, რაც ისინი კონფერენს ლიგის ფინალს ითამაშებენ „ვესტ ჰემთან.“

ლუის ენრიკესა და იულიან ნაგელსმანთან მოლაპარეკება ვერ მოხერხდა. ასევე ტიაგო მოტასთან ხელშეკრულების დადებაც გამოირიცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115436