ფეხბურთი

18:44 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონის კლუბმა იბრაგიმოვიჩთან კონტრაქტის გაფორმების გზა გამონახა

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა შესაძლოა მომდევნო სეზონი იტალიურ „მონცაში“ გაატაროს.

ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება.

იბრაგიმოვიჩი „მილანის“ ფეხბურთელის სტატუსს ოფიციალურად 30 ივნისს დაკარგავს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.

„მონცა“ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება ფორვარდთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ორი ნიუანსია, რომლებსაც იტალიური კლუბი შვედის დასათანხმებლად გამოიყენებს. „კლუბის დირექტორ გალიანის ის ძალიან უყვარს, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი პალადინო „იუვენტუსში“ თამაშის დროს მის მეზობლად, ოთახში ცხოვრობდა“, - აღნიშნავს სკირა.

სათქმელია ისიც, რომ მონცას მილანისგან მხოლოდ 20 კილომეტრი აშორებს.

ზლატანმა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მიმდინარე სეზონში „მილანის“ რიგებში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.

დღეს, „ვერონასთან“ სერია ა-ს ბოლო მატჩის შემდეგ, „სან სიროზე“ „მილანი“ ზლატან იბრაგიმოვიჩს დაემშვიდობება.

იბრაგიმოვიჩი „მილანში“ 2010-12 წლებში თამაშობდა. 2020 წელს ის დაბრუნდა გუნდში და იტალიის პირველობა მოიგო. მან პირველივე ჯერზე მოიპოვა სკუდეტო და იტალიის სუპერთასი.

„მონცა“ სერია ა-ში მე-10 ადგილზეა.

0.116227