ფეხბურთი

17:37 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ორწლიანი კონტრაქტი და 400 მილიონი დოლარი ბენზემას
ფრანგი საუდის არაბეთში შემდეგ კვირაში კონტრაქტის გასაფორმებლად მიიპატიჟეს

ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მომედვნო კვირაში საუდის არაბეთში ჩასვლის შეთავაზება მიიღო.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, თუკი ყველაფერი დაგეგმილი სცენარით წარიმართა, ფეხბურთელი „ალ-იტიჰადთან“ ოთხშაბათს კონტრაქტს გააფორმებს.

„ალ-იტიჰადი“ საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა, გაუსწრო რა 5 ქულით კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“.

წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბენზემას საუდელები ორწლიან კონტრაქტსა და 400 მილიონ დოლარს შესთავაზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110344