მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ საიტზე კლუბიდან ფრანგი კარიმ ბენზემას წასვლა დაადასტურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები შეთანხმდნენ აღარ გააგრძელონ კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2023 წლის 30 ივნისს გასდის.
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენზემა მადრიდის „რეალის“ დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო და ამის მიზეზი ფანტასტიკური შეთავაზებაა საუდის არაბეთიდან - 400 მილიონი ევრო.
თავდაპირველად იუწყებოდნენ ბენზემასთვის ორ წელიწადში 200-მილიონევროიანი შეთავაზების თაობაზე, თუმცა მალევე Goal.com-მა და სხვა გამოცემებმა 400 მილიონი ევროც ახსენეს.