Corriere Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალში „ოქროს ბურთს“ მოიგებს. ჟურნალისტმა ალბერტო პოლვეროზიმ წერილი მას შემდეგ დაწერა, რაც კვარა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„კვარა სამართლიანად დასახელდა სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. მან დაიწყო ფურორით, როგორიც მანამდე არასდროს გვინახავს. გოლი სადებიუტო მატჩში „ვერონასთან“, დუბლი მეორე ტურში „მონცასთან“.
კვარაცხელია მომავალში „ოქროს ბურთს“ მოიგებს. მთელი გულით გვინდა, რომ „ნაპოლიში“ დარჩეს და გაამდიდროს იტალიური ფეხბურთი წლების განმავლობაში, მაგრამ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და შესანიშნავი იქნება, თუ ამას „ნაპოლიში“ მოახერხებს.
ბევრი მას ლუიშ ფიგუს ადარებს, „ოქროს ბურთის“ 2000 წლის მფლობელს, თუმცა, პორტუგალიელთან შედარებით კვარას უფრო მეტი გოლი გააქვს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით სადებიუტო სეზონში 42 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.