ფეხბურთი

1:54 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "იმ მიზანს მივაღწიე, რაც აქ მქონდა და ძალიან ბედნიერი ვარ"

გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ ლიგა 1-ში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა, მაგრამ თავის მომავალზე კითხვები ღია დატოვა. როგორც მან თქვა, ახლა მხოლოდ მიღწეული შედეგით ტკბება და მომავალზე ჯერ არ ფიქრობს.

„შესანიშნავია, ეს არის ის, რაზეც სეზონის დასაწყისში ვოცნებობდით. ახლა ჩვენ ლიგა 1-ში ვართ, ერთობლივად და ინდივიდუალურად, ეს ყველას დამსახურებაა. შეხედეთ სტადიონს, გულშემატკივრებს, მათ უხარიათ ლიგა 1-ში დაბრუნება, ჩვენც, ფეხბურთელებს ეს გვინდოდა, ყველაფერი გავიღეთ ამისთვის და მოვახერხეთ.

ჩემი მომავალი? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიგა 1-ში აღზევებაა, „მეცში“ დავბრუნდი და ძალიან მინდოდა გუნდის აღზევება. ბელგიაში ორი წლით წავედი და „სერენსაც“ დავეხმარე უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში. აქაც იგივე მიზნით მოვედი, რაც შევასრულე, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე მაკავშირებს, ახლა პირველ რიგში ამ წუთებით ვტკბებით, ეს ის მომენტებია, რომლებიც არ გვავიწყდება, ჩვენს გულებში დარჩება, მოგონებებსა და გონებაში. ამიტომ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. „მეცმა“ ლიგა 1-ის საგზურისთვის ბრძოლაში ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135354