ავტოსპორტი

1:26 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა კიდევ ერთი პოული მოიპოვა პირველად - ამჯერად ბარსელონაში

მაქს ფერსტაპენი ისევ შეუდარებელია. მან ამჯერად ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს. მსოფლიოს ორგზის ჩემ[იონმა საუკეთესო დრო პირველივე ცდაზე დააფიქსირა და როცა დარწმუნდა, რომ მისი გამსწრები არავინ იყო, ბოლო ცდა ბოლომდე აღარც გამოიყენა.

„რედ ბულის“ ჰოლანდიელ პილოტს თითქმის ნახევარი წამით ჩამორჩა კარლოს საინსი, მესამე დრო კი ლანდო ნორისს ჰქონდა.

„მანქანა თითქოს რელსებზე მოძრაობდა, მისი მართვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისაც ფ1-ში თავისი პირველი გამარჯვება სწორედ ბარსელონაში აქვს მოპოვებული (2016 წელს) და იქ შარშანაც გაიმარჯვა. მის კარიერაში ეს 24-ე პოულია.

მეოთხე დრო პიერ გასლის ჰქონდა, მაგრამ ორჯერ, ფერსტაპენისა და საინსისთვის ხელის შეშლის გამო, სამწამიანი ჯარიმა მიიღო და სტარტს მე-10 პოზიციიდან აიღებს.

კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლებაც კი ვერ მოიპვა ფერსტაპენის თანაგუნდელმა და უახლოესმა მდევარმა სერხიო პერესმა, ვინც მე-11 ადგილს დასჯერდა. მასზე უარესი შედეგი ჰქონდა შარლ ლეკლერს, ვინც მე-19 იყო.

აღსანიშნავია, რომ მოწინავე ათეულში, სტარტს შვიდი გუნდის პილოტები აიღებენ.

ესპანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:12.272
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1:12.734
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.792
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1:12.816
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:12.818
  6. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:12.994
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1:13.083
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1:13.229
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1:13.507
  10. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1:13.682
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:13.334
  12. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:13.447
  13. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1:13.521
  14. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1:14.083
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1:14.477
  16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:13.977
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:14.042
  18. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1:14.063
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:14.079
  20. ლოგან სარჯენტი (აშშ, უილიამსი) 1:14.699
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129226