ფეხბურთი

0:42 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიფციგმა“ გერმანიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

ბერლინში, გერმანიის თასის ფინალში, „ლაიფციგი“ „აინტრახტს“ შეხვდა, 2:0 მოუგო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ქვეყნის თასს.

„ხარებმა“ დაიმსახურეს გამარჯვება, უფრო სწრაფები და ორგანიზებულები იყვნენ. ფრაკფურტელებს კი ხაზებს შორის ბალანსი აკლდათ. თუმცა იოლი მატჩი არ ყოფილა. „ლაიფციგმა“ განსაკუთრებით ერთი საათის თავზე მოუმატა სისწრაფეებს და ამან შედეგიც გამოიღო. ანგარიში 72-ე წუთზე გაიხსნა. თავი 18 წლის ფრანგმა კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინა. მეორე გოლი ბოლოსკენ უნგრელმა დომინიკ სობოსლაიმ გაიტანა.

„ხარებს“ ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ თამაში 2:0 დამთავრდა.

გერმანიის თასის ფინალი

ბერლინი. „ოლიმპშტადიონი.“ 3 ივნისი

ლაიფციგი - აინტრახტი 2:0

1:0 ნკუნკუ (71), 2:0 სობოსლაი (85)

ლაიფციგი: ბლასვიხი, ჰალსტენბერგი, ორბანი, კლოსტერმანი, ჰენრიხსი, აიდარა (შლაგერი 78), ლაიმერი, ოლმო, სობოსლაი (კამპლი 90+1), ნკუნკუ, ვერნერი (პოულსენი 61)

მწვრთნელი: მარკო როზე

აინტრახტი: ტრაპი, ნდიკა, ჰასებე (ბორი 78), ტუტა, მაქსი (ლენცი 78), სოუ, როდე (ლინდსტრიომი 70), ბუტა (ებიმბე 87), გიოტცე, კამადა, კოლო მუანი

მწვრთნელი: ოლივერ გლასნერი

მსაჯი: დანიელ ზიბერტი

გაფრთხილება: ლაიმერი (81), ნკუნკუ (90+1); გიოტცე (77), კოლო მუანი (90+2)

0.077716