ფეხბურთი

0:11 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ზლატანს ემშვიდობება

იტალიის „მილანმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზლატან იბრაგიმოვიჩი კლუბს დატოვებს.

„კვირას, „ვერონასთან“ სერია ა-ს ბოლო მატჩის შემდეგ, „სან სიროზე“ „მილანი“ ზლატან იბრაგიმოვიჩს დაემშვიდობება.

გაიმართება ხანმოკლე ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას გულშემატკივრები მიიღებენ. „მილანს“ უნდა დიდი მადლობა გადაუხადოს ზლატანს მასთან ერთად გატარებული შესანიშნავი წლებისთვის“, - ნათქვამია „როსონერის“ პრესრელიზში.

იბრაგიმოვიჩი „მილანში“ 2010-12 წლებში თამაშობდა. 2020 წელს ის დაბრუნდა გუნდში და იტალიის პირველობა მოიგო. მან პირველივე ჯერზე მოიპოვა სკუდეტო და იტალიის სუპერთასი.

როგორც საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, იბრაგიმოვიჩი კარიერას არ დაასრულებს. 41 წლის შვედით დაინტერესებულია იტალიური „მონცა“.

ზლატანმა მიმდინარე სეზონში „მილანის“ რიგებში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.

0.102248